ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, რომ ივლისის შუა რიცხვებში უკვე 30-ვე მაჟორიტარი დასახელდება და სრულმასშტაბიან საარჩევნო სამზადისზე გადავალთ

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტიის 30-ვე მაჟორიტარი ივლისის შუა რიცხვებში დასახელდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო პროგრამაზე მუშაობაც.

„ჩვენ წარვადგენთ ძალიან დეტალურ საარჩევნო პროგრამას, პროგრამა არის მზადების პროცესში და სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის დასრულდება ამ პროგრამაზე მუშაობა. ის მოიცავს ბუნებრივია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების ყველა მიმართულებას, ეს არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული პროგრამა წარდგენილი საზოგადოების წინაშე და ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში.

როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩვენი გეგმაა, რომ უახლოეს დღეებში დავასრულოთ შერჩევის, განხილვის პროცესი. მე იმედი მაქვს, რომ ივლისის შუა რიცხვებში უკვე 30-ვე მაჟორიტარი დასახელდება და ივლისის შუა რიცხვებიდან სრულმასშტაბიან საარჩევნო სამზადისზე გადავალთ. იქნებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე დიდი ხანია არიან გუნდში, მაგრამ იქნებიან ასევე საკმაოდ ჭარბად წარმოდგენილი ახალი სახეები”, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო:„ქართულ ოცნებაში“ იმედოვნებენ, რომ ივლისის ბოლოდან სრულმასშტაბიან საარჩევნო სამზადისზე გადავლენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა