ირანში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2 613 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 243 051-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინორმაციას ირანული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 160 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 11 731-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 3 201 პაციენტი ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებებში უტარდება.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, დღემდე ირანში „კოვიდ 19“-სგან 191 487 ადამიანია განკურნებული.