მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდეს

ჩვენ გვიწევს "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება წლის ბოლომდე ,- ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტში, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, კანონში ცვლილებები, რომელიც რეგულაციების ვადის გახანგრძლივებას გულისხმობს, უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა კომიტეტებზე დაიწყება.

როგორც ცნობილია, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების ვადა 15 ივლისამდე იყო განსაზღვრული.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ კოვიდ-19- თან ბრძოლის საუკეთესო ტაქტიკა შეიმუშავა და შედეგიც სახეზეა - გვაქვს გამორჩეულად პოზიტიური შედეგი, ჩვენ მაინც გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება. მოსალოდნელია, შესაძლო მეორე ტალღა, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს უფრო მაღალი გავრცელება, იყოს შედეგობრივად უფრო მძიმე, ამიტომ ჩვენ გვიწევს "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება წლის ბოლომდე.

რა თქმა უნდა, ამ ვითარებასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მოახლოვდა საარჩევნო პერიოდი. ამიტომ ვფიქრობ, უპირველესია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, საჭიროა ეს პოზიტიური შედეგი იქნას ბოლომდე მიყვანილი და ამისათვის აუცილებელი პირობა არის, რომ ხელისუფლებას არ უწევდეს პროცესის მძიმე შეზღუდვებით მართვა, ანუ საგანგებო მდგომარეობის შემოღება საჭიროების შემთხვევაში და მან შეძლოს მართვა პროცესის უფრო მსუბუქი რეგულაციებით, რის შესაძლებლობასაც იძლევა "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი" ", - განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მოქმედების ვადა 15 ივლისამდე არის განსაზღვრული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა