რომან გოცირიძე - ვოლსკი თუ ამბობს, რომ „რაღაცაზე ვზრუნავ და კონსტიტუციას ვარღვევო“, მაშინ კი ბატონო, დავარღვიოთ მზრუნველობის გამო კონსტიტუცია

ვინ რას გულისხმობს და გულში რას მღეროდა, არ ვიცით, კანონი არის ანტიკონსტიტუციური , - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული რეგულაციების ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ნებისმიერმა იურისტმა იცის, რომ ეს კანონი ანტიკონსტიტუციურია.

„ეს საფრთხეა, რომელიც აქამდეც იყო და მათ მაშინ ვერ გაბედეს, რომ ხანგრძლივად, წლის ბოლომდე გაეკეთებინათ. ეს არის ანტიკონსტიტუციური. მთავრობას დღეს ისეთი უფლება აქვს მინიჭებული, რომელიც შეიძლება, მას ჰქონდეს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. ეს ანტიკონსტიტუციურია და გაასაჩივრეს უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ, მათ უნდათ ეს უკვე 5 თვით გაახანგრძლივონ. ვინ რას გულისხმობს და გულში რას მღეროდა, არ ვიცით. ეს არის ანტიკონსტიტუციური. კონსტიტუცია ამ უფლებას მთავრობას აძლევს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ეს ყველამ კარგად იცის, ნებისმიერმა იურისტმა. ახლა ვოლსკი თუ ამბობს, რომ რაღაცაზე ვზრუნავ და კონსტიტუციას ვარღვევო, მაშინ კი ბატონო, დავარღვიოთ მზრუნველობის გამო კონსტიტუცია“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდეს. „საზოგადოებრივ ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა