თენგიზ ცერცვაძე BBC-ის სტატიაზე - ეს უპირველეს ყოვლისა ძალიან კარგია ქვეყნისთვის და ცუდია სკეპტიკოსებისა და ურწმუნოებისთვის

ეს უპირველეს ყოვლისა ძალიან კარგია ქვეყნისთვის და ცუდია იმ სკეპტიკოსებისა და ურწმუნოებისთვის, რომელთაც ჯიუტად არ უნდათ დაიჯერონ, რომ ეს ასეა , - ასე ეხმაურება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე BBC-ის სტატიას.

მისი თქმით, სასიამოვნოა, რაც გამოცემამ დაწერა.

„ბიბისიმ“ უბრალოდ დააფიქსირა ის, რაც არის, შეეძლო, ეს „გაეტარებინა“ , მაგრამ არ გააკეთა. ის ყველაფერზე რეაგირებს, კარგზეც და ცუდზეც. აღნიშნავს იმას, რაც მიღწევაა და აფრთხილებს მსოფლიოს რისკების შესახებ. სასიამოვნოა, რაც „ბიბისიმ“ დაწერა, მსგავსი შეფასებები ჩვენ ვნახეთ „ვაშინგტონ პოსტში“, გაეროს ხელმძღვანელობიდან, ჯანმო-ს ხელმძღვანელობიდან, ამერიკის პრეზიდენტისგანაც. ასე რომ, გასაკვირი და ახალი აქ არაფერი არ ყოფილა, უბრალოდ კარგია, რომ ამის კონსტატაცია კიდევ ერთხელ მოხდა. ეს უპირველეს ყოვლისა ძალიან კარგია ქვეყნისთვის და ცუდია იმ სკეპტიკოსებისა და ურწმუნოებისთვის, რომელთაც ჯიუტად არ უნდათ დაიჯერონ, რომ ასეა. არ სჯერათ ჩვენი და ჩვენი საინფორმაციო საშუალებების, თუ „ბიბისისაც“ არ დაუჯერებენ, მაშინ ვის დაუჯერებენ? ვიღაცას ხომ უნდა დაუჯერონ“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, BBC -იმ სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით, როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში - ტრიო შედგება გამყრელიძის, იმნაძის და ცერცვაძისგან. სტატიაში საუბარია იმ ღონისძიებებზე, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში განახორციელა, მათ შორის აღნიშნულია სკოლების, უნივერსიტეტების, არა აუცილებელი ბიზნეს ობიექტების დახურვა, საგანგებო მდგომარეობის შემოღება, შიდა გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესება და „კომენდანტის საათის“ დაწესება.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში