ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.6 მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 20 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 623 284-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 620 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვმა 65 487-ს მიაღწია.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ბრაზილია მე-2 ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო: ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.6 მილიონს გადააჭარბა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს