სურამში, ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 34 წლის ილია ქურდაძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

სურამში, ცოლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 34 წლის ილია ქურდაძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარ ფაქტს არ უარყოფს, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობს.

ადვოკატის თქმითვე, მამაკაცი წარსულში ალკოჰოლურ დამოკიდებულებაზე მკურნალობდა.

„ფაქტს არ უარყოფს, მაგრამ ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარი არ სურს. ბრალის წარდგენის შემდეგ ბრალთან დაკავშირებით რა პოზიცია გვექნება, არ ვიცი. ვიცი, რომ ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები და თუ არ ვცდები, მკურნალობას რამდენიმე წლის წინ გადიოდა. ალბათ, მერე ექსპერტიზა დაინიშნება და გამოიკვეთება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რა პრობლემები აქვს“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: მამაკაცს, რომელმაც სურამში ცოლი მოკლა, დღეს ბრალს წაუყენებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა