ჯანდაცვის მინისტრი - საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელსაც აქვს საუკეთესო ეპიდსიტუაცია

საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელსაც აქვს საუკეთესო ეპიდსიტუაცია, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საფრთხე ჯერ კიდევ არის, რომ კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება მოხდეს.

„ნებისმიერ ტალღას, იქნება ეს მეორე, მესამე, თუ იყო პირველი, საფრთხე არის შემდეგი, რომ შეიძლება მოხდეს მისი უკონტროლო გავრცელება, რისთვისაც არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ, ყველა სხვა უწყება მუშაობს კოორდინირებულად, რომ არ მოხდეს ეპიდსიტუაციის გაუარესება და შესაბამისად, ინფექციის უკონტროლო გავრცელება. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელსაც აქვს საუკეთესო ეპიდსიტუაცია. შემდგომშიც გავაგრძელებთ მუშაობას და ვეცდებით, რომ თავიდან ავიცილოთ შემდეგი ტალღის გავრცელება საქართველოში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს