სალომე სამადაშვილი - ქვეყანას ელოდება საერთაშორისო იზოლაცია - ეს არის გზავნილი, რომელიც დღეს მივიღეთ ვაშინგტონიდან

დღეს უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს ამერიკის კონგრესი და როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერით აწესებს სანქციებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტი შეაფასა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, „ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება და მისი გასტუმრება მშვიდობიანი არჩევნების გზით არის სიკვდილ-სიცოცხლისთვის ბრძოლის საქმე“.

„ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და მსოფლიოში არის ასევე უმძიმესი კრიზისი, ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა ფაქტობრივად, საფრთხეს უქმნის იმას, რაზეც ჩვენ დღეს ბევრად უფრო მეტად ვართ დამოკიდებული, ვიდრე ოდესმე. მე მინდა ვთქვა, რომ 30-წლიანი ურთიერთობების ისტორიის მანძილზე საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოსა და აშშ-ს შორის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად მოგვისმენია კრიტიკა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მეგობრებისგან და სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ეს ხდება იმიტომ, რომ იმ სრულიად უპრეცედენტო კორუფციის მასშტაბმა, რომელიც ქვეყანაში ივანიშვილმა დაამყარა, შეუძლებელი გახადა დახმარების მიტანა ადამიანებამდე. კორუფცია ჭამს ჩვენს ქვეყანაში ჩვენს მომავალს და ასევე, ჭამს იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი მეგობრები ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფენ. ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება და მისი გასტუმრება მშვიდობიანი არჩევნების გზით არის სიკვდილ-სიცოცხლისთვის ბრძოლის საქმე. ჩვენ ან დავამარცხებთ ოქტომბერში ივანიშვილის კორუმპირებულ ავტოკრატიულ რეჟიმს, ან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ელოდება უკიდურესი სიღარიბე, გაჭირვება და ქვეყანას ელოდება საერთაშორისო იზოლაცია. ეს არის გზავნილი, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ ვაშინგტონიდან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა