ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მზად არის კორონავირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისა და ტალღისთვის

ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და საქართველოს მთავრობა არის მზად კორონავირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისა და ტალღისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, არასტაბილური სტატისტიკა კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ „ჩვეულებრივი მოვლენაა“.

„არასტაბილური სტატისტიკა არის ჩვეულებრივი მოვლენა კორონავირუსის გავრცელების პერიოდში, ვინაიდან ვირუსს არ ახასიათებს წინასწარი შეთანხმებები. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და საქართველოს მთავრობა არის მზად ვირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისთვის და ტალღისთვის. თქვენ იცით, რომ ძირითადი ინფიცირებულები ჩვენ დღესაც, ისევე, როგორც წინა პერიოდში გვყავს საკარანტინო სივრცეებიდან. აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ეს სტატისტიკა მოსახლეობისთვის ღელვის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს.

ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ გაფართოებული სამიზნე ჯგუფები და დღესდღეობით ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გაფართოებას არ ვგეგმავთ.

14 ივნისის შემდეგ ჩვენ აღარ გვქონია შიდა გადაცემის ფაქტები, აქედან გამომდინარე არის სწორედ ის გადაწყვეტილებები მიღებული, რის შედეგადაც ჩვენ ვხსნით აუზებს და ფიტნესდარბაზებს, ასევე ვაწესებთ სხვა შეღავათებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ აუზების და ფიტნესდარბაზების შემოწმება დღეიდან დაიწყო.

„დღეიდან უკვე დავიწყეთ ფიტნესკლუბების და აუზების შემოწმება. როდესაც დაიდება გარკვეული პროტოკოლები, რომელიც შემუშავებულია და მოვა შესაბამისობაში არსებულ მდგომარეობასთან, რომელიც დღესდღეობით აქვს ჩვენს აუზებს და ფიტნესკლუბებს, დაიწყება მათი ეტაპობრივი გახსნა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო