ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოქტომბრის არჩევნები წარიმართოს გამჭვირვალედ  და უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე

ნამდვილად ვამტკიცებ იმას, რომ არცერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დღესდღეობით არის ინიცირებული და მიღებული, არ არის მიმართული გარკვეული ზონების ნეგატიურ ჭრილში განხილვისთვის ან ნეგატიური ცვლილებების და შედეგების მიღებისთვის, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა მხარეს, მათ შორის, დამკვირვებლებს და არჩევნებში მონაწილე პირებს, ხელი არ შეეშლებათ.

„ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები გაიმართოს ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოში. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ვამტკიცებ იმას, რომ არცერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დღესდღეობით არის ინიცირებული და მიღებული, არ არის მიმართული გარკვეული ზონების ნეგატიურ ჭრილში განხილვისთვის ან ნეგატიური ცვლილებების და შედეგების მიღებისთვის.

ჩვენ, როგორც ყველა სხვა კომპონენტში, ამ კომპონენტშიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ დამკვირვებლებსაც ჰქონდეთ უსაფრთხო გარემო და არ შევუშალოთ ამ პროცესს ხელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოქტომბრის არჩევნები წარიმართოს გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო