ნინო ბურჯანაძე - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი არის გზავნილი, რომელიც ძვირად დაუჯდება ივანიშვილს, თუ გონს არ მოვა

“ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოაქვეყნებული კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, სერიოზული გზავნილია, რომლითაც ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გზავნილი ძალიან ძვირად დაუჯდება ბიძინა ივანიშვილს, თუ არჩევნებს ნორმალურად არ ჩაატარებს.

„პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში საუბარია არა დახმარების გაზრდასა და წახალისებაზე, არამედ დახმარების შეჩერებაზე, ეს მესიჯი ხელისუფლებისთვის კატასტროფული უნდა იყოს, თუ ოდნავ გონიერების ნატამალი აქვთ. ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ამ მესიჯს ძალიან კარგად გააცნობიერებს, რადგან ეს მესიჯი ფულს ეხება და მისთვის ნათელია, რომ თუ საუბარია ქვეყნისთვის დახმარების შემცირებაზე, ასევე, შეიძლება ძალიან მოკლე ხანში სანქციები დააწესოს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ პირველ რიგში, ხელისუფლება გონს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოეგოს. არ მაქვს იმის ილუზია, რომ ხელისუფლება ჩემზე, თქვენზე, ქვეყანასა და ხალხზე იფიქრებს და გული აუჩუყდება, მაგრამ საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე უნდა მიხვდნენ, რას ნიშნავს აშშ-ს მხრიდან 15%-ით დახმარების შემცირებაზე სიტყვით და მესიჯის გამოგზავნაც კი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დიახ, ჩვენი პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ მათ არაეფექტურობაზე, ფეოდალურ მმართველობაზე, არადემოკარტიულობაზე, არჩევნებისთვის საფრთხის შექმნაზე, კორუფციასა და ასე შემდეგ, ყველა ეს პრეტენზია ხელისუფლების მისამართით აბსოლუტურად სამართლიანია. მაგრამ, თუ ხელისუფლებას შეეძლო, მეტ-ნაკლებად ოპოზიციის და საკუთარი მოსახლეობის იგნორირება, ახლა ძალიან გაუჭირდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მესიჯის უგულვებელყოფა. ეს არის გზავნილი, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდება ბიძინა ივანიშვილს თუ გონს არ მოვა, არჩევნებს ნორმალურად არ ჩაატარებს და არ უზრუნველყოფს ერთპიროვნული მმართველობის ნორმალური, სამართლიანი, მრავალპარტიული მმართველობით შეცვლას“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა