შსს გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს აქვეყნებს.

ამასთან, უწყება ასაჯაროებს 112-ის ოპერატორის მიერ ბრეგაძესთან განხორციელებული ზარის ჩანაწერსაც, სადაც ოპერატორი ცდილობს ბრეგვაძის ადგილსამყოფელი დააზუსტოს.

„ჩვენ დღეს ვასაჯაროვებთ 112-ში განხორციელებულ შეტყობინებებს. იაკობ ბრეგვაძის მიერ დანაშაულის დღეს გაკეთებულ შეტყობინებას. იმ ღამით, როცა ეს ტრაგედია მოხდა, მას შემდეგ, რაც ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, იაკობ ბრეგვაძე ტოვებს შემთხვევის ადგილს, გაურბის საფრთხეს, მას შემდეგ, რაც მათზე თავდასხმა განხორციელდა, იმალება ერთ-ერთ შენობაში, რის შემდგომაც მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით აკეთებს შეტყობინებას 112-ში, უკავშირდება ოპერატორს და ეუბნება, რომ აქვს ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებას, ჩხუბობს დაახლოებით 10 ადამიანი და იძახებს პოლიციას. მაგრამ ამავე შეტყობინების განხორციელებისას იაკობ ბრეგვაძე ვერ ასახელებს ზუსტ ლოკაციას, თუ სად იმყოფება. იგი ოპერატორს განუმარტავს, რომ იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე უსახელებს ერთ-ერთი გაუქმებული ობიექტის სახელწოდებას. ოპერატორი ცდილობს დააზუსტოს მისი შეტყობინება და ავტომატურ რეჟიმში აგზავნის ამ შეტყობინებას საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის სამორიგეოში. ამავდროულად, პოლიციის ეკიპაჟები ცდილობენ იაკობ ბრეგვაძის ადგილსამყოფელის დადგენას. გადიან სავარაუდო მიმართულებაზე და ამავდროულად, სამორიგეოდან უკავშირდებიან იაკობ ბრეგვაძეს ადგილმდებარეობის და ლოკაციის დაზუსტების მიზნით, მაგრამ ეკიპაჟები ვერ პოულობენ ლოკაციას და იძულებული ხდება ოპორატორი განმეორებით დაუკავშირდეს იაკობ ბრეგვაძეს და დააზუსტოს მისი ლოკაცია. მეორე ზარი განხორციელდა თავად ოპერატორის ინიციატივით, რომელიც კვლავ შეეცადა ბრეგვაძის ლოკაციის დადგენას. სწორედ ამ დროს, იაკობ ბრეგვაძე ოპერატორს ეუბნება, რომ იგი იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაგვის ხიდებთან, ამავდროულად განმარტავს ოპერატორთან, რომ ჩხუბი დასრულებულია, არავინ აღარ არის, ყველა წავიდა და ეუბნება, გააუქმოს შეტყობინება. მიუხედავად, ამისა, 112-ის ოპერატორი უსაფრთხოების მიზნით აზუსტებინებს კვლავ ლოკაციას და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი კვლავ განაგრძობს იაკობ ბრეგვაძის ძებნას, რის შემდგომაც ეკიპაჟი თბილისი -სენაკი-ლესელიძის გზაზე პოულობს იაკობ ბრეგვაძეს და ეკითხება, თუ რა მოხდა. ბრეგვაძე განუმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაპირისპირებას, დაპირისპირებაში მონაწილე პირები უკვე წავიდნენ, იგი თბილისის მიმართულებით მიემართება ე.წ. ავტოსტოპის საშუალებით და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს სთხოვს თბილისამდე წაყვანას. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გარკვეულ კითხვებს უსვამს, ეს ცალსახად გენერალური ინსპექციის გასარკვევია. ამის შემდეგ სვამენ მანქანაში და მიყავთ თბილისში. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე აღმოაჩინა და იპოვნა მას შემდგომ, რაც შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

იხილეთ ვიდეო: შსს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს აქვეყნებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს