ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თუ ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან გამოძახებაზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა გამოიკვეთება, საქმე პროკურატურას გადაეცემა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თუ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან გამოძახებაზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა გამოიკვეთება, საქმე შემდეგი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცემა.

„რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი“, - აცხადებს ბორცვაძე.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თუ ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან გამოძახებაზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა გამოიკვეთება, საქმე პროკურატურას გადაეცემა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა