გიორგი ვაშაძე - "ძალა ერთობაშიაში" შემავალი პარტიები უნდა დავსხდეთ და შეთანხმებულად ვთქვათ, პროპორციული სია იქნება ერთიანი, ან ცალ-ცალკე, არცერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავ და აქ რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ

პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე განმარტავს, თუ რატომ არ ესწრებოდა დღეს "ძალა ერთობაშიას" შეხვედრას მისი პარტიიდან წარმომადგენელი.

როგორც ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, მას არ ჩაუთვლია, რომ დღევანდელი შეხვედრა გადამწყვეტი იყო.

როგორც ვაშაძე განმარტავს, მსგავს შეხვედრებში "ახალი საქართველოდან" აღმასრულებელი მდივანი, პაატა მანჯგალაძე იღებს ხოლმე მონაწილეობას, თუმცა ის დღეს ფიზიკურად არ იმყოფებოდა.

"ჩვენი მხრიდან ასეთ შეხვედრებს ესწრება ხოლმე აღმასრულებელი მდივანი პაატა მანჯგალაძე. უბრალოდ, ის ფიზიკურად არ იყო დღეს და ამიტომ, ვერ დაესწრო. "ნაციონალური მოძრაობის არდასწრების მიზეზი არ ვიცი, მე არ ჩამითვლია, რომ გადამწყვეტი შეხვედრა იყო დღეს. პირდაპირ გეუბნებით. მოვისმინე განცხადებები და თავის პოზიცია ყველამ დააფიქსირა, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება თავის პოზიცია დააფიქსიროს",- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებით, საჭიროა, რომ გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები დასხდნენ და გადაწყვიტონ, რა უკეთესია.

„შეთანხმება არსებობს იმაზე, რომ თუ კოალიციურად გავალთ, რა პირობები იარსებებს კოალიციურად გასვლის შემთხვევაში, ეს შეთანხმება არსებობს, მაგრამ საარჩევნო სისტემა შეიცვალა ქვეყანაში და „ნაციონალური მოძრაობაც“ და შეიძლება, სხვაც, სხვაგვარად ფიქრობს არჩევნებში მონაწილეობაზე. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ გაცილებით დიდი რამ გააკეთა - ე.წ მაჟორიტარული ბლოკი, რომელიც შევკარით, სადაც „ძალა ერთობაშიაში“ არშემავალი პარტიებიც შედიან და ვთანამშრომლობთ მაჟორიტარული თვალსაზრისით. რაც შეეხება პარტიულ სიებს, უნდა დავსხდეთ, განვიხილოთ და ამის დრო გვაქვს და როგორც ჩამოვყალიბდებით, ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც უკეთესი იქნება",- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, განსხვავებულ პოზიციებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

"უნდა დავსხდეთ და შეთანხმებულად ვთქვათ, რომ პროპორციული სია ან ერთიანი იქნება, ან ცალცალკე. მე არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავ და აქ რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. საბოლოო ჯამში, ყველა ერთ დიდ კოალიციაში ვიქნებით, რომელიც ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა