გიორგი ბარამიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს ბევრად უფრო ფართო კოალიციაზე, ვიდრე არის „ძალა ერთობაშია“

„ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს ბევრად უფრო ფართო კოალიციაზე, ვიდრე არის „ძალა ერთობაშია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა პარტიებთანაც.

„"ძალა ერთობაშიას“ შიგნით ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვაპირებთ ურთიერთობას ყველა პარტიასთან, ვინც მზად იქნება ჩვენთან თანამშრომლობისთვის და ასევე, არის სხვა პარტიებთანაც საუბარი და მოლაპარაკებები. „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ფიქრობს დიდ ერთობაზე. ჩვენ რადგან გვინდოდა ფართო ერთიანობა, სიაც შევთავაზეთ კოლეგებს, მაგრამ სიაზე არ დაგვთანხმდნენ, მაგრამ ეს სულისკვეთება ჩვენ გვაქვს შენარჩუნებული და შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომ თბილისში გვყოლოდა მაქსიმალურად ფართე წარმომადგენლობა და 8 ოლქიდან მხოლოდ 2 ოლქში დავასახელეთ ჩვენი კანდიდატურა. ეს ყველაფერი, დემონსტრირებაა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ არამარტო „ძალა ერთობაშიას“ კოალიციის შიგნით, არამედ უფრო ფართე კოალიცია და ერთობა გაკეთდეს ყველა იმ ოპოზიციის, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პრობლემა საქართველოს ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძის თქმით, ისინი ელოდებიან პარტნიორი პარტიების მხრიდან იმ მანდატების დაკომპლექტებას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დათმო.

„ჩვენ ველოდებით ჩვენი პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, იგივე „ძალა ერთობაშიას“ მიმართებაში, როგორ მივდივართ. სამწუხაროდ, „ძალა ერთობაშიას“ შიგნით მოხდა ერთი ორი ისეთი ფაქტი, რომელიც ნიშნავდა ჩვენი თანამშრომლობის ფაქტობრივად იგნორირებას. ერთი ვგულისხმობ პრემიერობის კანდიდატობის დასახელებას ჩვენს ზურგს უკან და მეორეს, ასევე თაკო ჩარკვიანის კანდიდატურის დასახელებას, ჩვენთან შეთანხმების გარეშე. ეს ჩვენთან პირად საუბრებშიც კი არ იყო, რაც ძალიან სამწუხაროა. ბუნებრივია, ყველას აქვს უფლება ისე იმოქმედოს, როგორც უნდა უბრალოდ ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული ხარვეზები ძალიან მკაფიოდ დავინახეთ“, - განაცხადა ბარამიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა