წინანდალში, სასტუმრო "რედისონის" მენეჯერი - ყველა დამსვენებელი და ჩვენი გუნდის ყველა წევრი დროულად იქნა გამოყვანილი შენობიდან

წინანდალში, სასტუმრო „რედისონში" გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო „რედისონის" გენერალურმა მენეჯერმა ელენე ოთარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ყველა დამსვენებელი და თანამშრომელი უსაფრთხოდაა.

„ცეცხლი გაჩნდა სასტუმროს მე-5 სართულზე, საუნის ლოკაციაზე. ცეცხლი სრულად ლოკალიზებულია. აბსოლუტურად ყველა სტუმარი და ყველა თანამშრომელი უსაფრთხოდაა.

ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი უსაფრთხოების სისტემა. შესაბამისად, ყველაფერი მოხდა უსაფრთხოდ. ეკიპაჟი მოსულია, მიმდინარეობს კვამლის განეიტრალება. ზარალი არის უმნიშვნელო. აბსოლუტურად ყველა დამსვენებელი და ჩვენი გუნდის ყველა წევრი დროულად იქნა გამოყვანილი შენობიდან. რა გახდა ამის მიზეზი, დავადგენთ“, - განაცხადა ელენე ოთარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა