ჯანმო-ს წარმომადგენელი კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზითაც ვრცელდებოდეს.

„ახალი მტკიცებულება ვირუსის ხალხისგან გადავსებულ ადგილებში, დახურულ სივრცეებსა და ცუდად განიავებად შენობებში ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის შესახებ არ შეიძლება გამოირიცხოს,“- განაცხადა ჯანმო-ს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა ბენედეტა ალეგრანზმა.

მისივე თქმით, მტკიცებულება წინასწარია და დამტკიცებას მოითხოვს.

ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქამდე ამტკიცებდა, რომ კოვიდ 19-ის გავრცელება იმ წვეთებისგან ხდებოდა, რომელსაც ადამიანები დაცემინების ან დახველების დროს გამოყოფდნენ. ორგანიზაციის მტკიცებით, წვეთები ჰაერში არ ჩერდებოდა და ზედაპირებზე ეცემოდა. სწორედ ამიტომ, პრევენციის მთავარ ზომად ხელების დაბანა ითვლებოდა.

შეგახსნებთ, ორი დღის წინ 32 ქვეყნის 239-მა მეცნიერმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ვირუსის იმ ნაწილაკებმა, რომელიც ჰაერში მოძრაობს, შესაძლოა, დააინფიციროს ადამიანები, რომლებიც ამ ჰაერს ჩაისუნთქავენ. ისინი ჯანმო-ს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცემული მითითებების განახლებისკენ მოუწოდებდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა