ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებისთვისაც საზღვრები უპირობოდ არ იხსნება, საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი კარანტინის პირობით შეეძლებათ

იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში, ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად გაიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლა საქართველოს მოქალაქეებსაც მოუწევთ შემდეგ ქვეყნებში: იტალია, კვიპროსი, ისლანდია და სლოვენია.

„ქეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში და აქ არ ვგულისხმობთ იმ 5 ქვეყანას (გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი), რომელიც ჩამოგითვალეთ, ან კიდევ დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, მათ შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად გაიღებენ.

5 ქვეყნის გარდა ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. უნგრეთის შემთხვევეში თქვენ იცით, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტის დროს, რომელიც რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, შევთანხმდით, რომ შევქმნით სპეციალურ კომისიას, რომელიც იმუშავებს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, როგორიცაა: იტალია, კვიპროსი, ისლანდია და სლოვენია გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათ შორის, ამ ქვეყანაში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება და გადაიხედება შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვარს უპირობოდ უხსნის.

იხილეთ ვიდეო:5 ქვეყნის გარდა, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს „მწვანე სიაში“ ან დაუწესეს სხვადასხვა შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლისას 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა