„სოციალ-დემოკრატები“ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის სამხედრო სამსახურის გადავადების საკითხს გამოეხმაურნენ

„სოციალ-დემოკრატები“ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საკითხს გამოეხმაურნენ.

მათი ინფორმაციით, გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტში წარმოადგენს სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს ერთჯერადად გადაუვადდებათ სამხედრო სავალდებულო სამსახური.

„დღეისათვის პროფესიული განათლება თავისი აქტუალურობით საქართველოში განათლების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ასევე, მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკონომიკურ განვითარებასთან. ამდენად, ზემოთ აღნიშნული ინიციატივა წინგადადგმული ნაბიჯია პროფესიული განათლების განვითარებისკენ, რაც გაზრდის მის მნიშვნელობასა და პრესტიჟს. მსგავსი შინაარსის კანონპროექტი „სოციალ-დემოკრატების“ მიერ პარლამენტში ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში იყო წარდგენილი. სამწუხაროდ, აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერა დროში საკმაოდ გაიწელა. ჩვენ მივესალმებით მთავრობის ინიციატივას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში სხადასხვა მიმართულებით სასიკეთო ცვლილებები განხორციელდეს და არა ის, თუ ვინ იქნება კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი,“- ნათქვამია „სოციალ დემოკრატების“ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს