ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ მოხვდა საფრანგეთი იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 5 ქვეყანას შორის საფრანგეთის ჩასმა განაპირობა იმან, თუ როგორ მართავს ქვეყანა ვირუსს. ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, რატომ მოხვდა სიაში საფრანგეთი, სადაც რთული ვითარებაა და რატომ ვერ მოხვდა ევროპის სხვა რომელიმე ქვეყანა.

„ვინაიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განისაზღვრება არამხოლოდ იმ პერიოდში არსებული მდგომარეობით, როდესაც ფიქსირდებოდა აღმავალი ინფექცია, არამედ როგორ მართავს ქვეყანა ვირუსს დღესდღეობით და როგორია ამ ქვეყანაში 100 000 სულ მოსახლეზე ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, ეს გვაძლევდა ჩვენ იმის საშუალებას, რომ საფრანგეთი ჩაგვესვა უპირობოდ შემომსვლელთა სიაში", - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, 5 ქვეყანას შორის, რომელსაც საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის, გერმანიასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად საფრანგეთიც არის. ოპოზიციის ნაწილისთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით გაუხსნა საქართველომ საფრანგეთს საზღვარი უპირობოდ, როცა იქ პანდემია მძვინვარებდა და არ მოხვდა ქვეყნების ჩამონათვალში მაგალითად, მონტენეგრო, სადაც ვირუსის მხოლოდ ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო