მაია ბითაძე - გარკვეული შემთხვევა გვქონდა რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებში, სადაც სკამი იყო დამატებული, რაზეც კომპანიას კატეგორიული შენიშვნა მიეცა

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, კორონავირუსის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობის შემთხვევები ძალიან მცირეა. თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებში სკამი იყო დამატებული, რაზეც კომპანიას კატეგორიული შენიშვნა მისცეს.

„რაც შეეხება ავტობუსებს და მეტროს, ის ორი მიმართულება, რომელსაც უშუალოდ მერია აკონტროლებს, ამ მიმართულებებს ჩვენი კონტროლიორები და მონიტრინგის თანამშრომლები ყოველდღიურად აკონტროლებენ. პრაქტიკულად, ძალიან მცირეა გადატვირთულობის გამოვლენა, თუმცა, როდესაც გვაქვს გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსებს ვგულისხმობ, ზოგიერთ ხაზზე მოსახლეობას რეკომენდაცია ეძლევა, რომ თავი შეიკავოს ასვლისგან და დაელოდოს შემდგომ სატრანსპორტო საშუალებას. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, ჩვენ ამის თაობაზე არაერთხელ გვსმენია და პრაქტიკულად, ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს სამარშრუტო კომპანიების მფლობელებთან, რომ მათ დამატებითი ღონისძიებები გამოიყენონ იმისთვის, რომ მძღოლებმა არ დაუშვან მგზავრთა გადატვირთვა ავტობუსებში. გარკვეული შემთხვევა გვქონდა რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსებში, სადაც სკამი იყო დამატებული, რაზეც კომპანიას კატეგორიული შენიშვნა მიეცა“,-განაცხადა ბითაძემ.

იხილეთ ვიდეო:თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ რუსთავის სამარშრუტო ტაქსებს ჩამატებული სკამებისთვის კატეგორიული შენიშვნა მიეცათ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა