ამირან გამყრელიძე - ცოტა განგაშის ზარია შემოსაკრავი, რადგან თბილისში ძაღლებში ცოფის შემთხვევები გამოჩნდა, ახალი განკარგულება მოვამზადეთ, რომ ვაკონტროლოთ ეს საკითხი

ცოტა განგაშის ზარი შემოსაკრავია იმიტომ, რომ ძაღლებში, ქუჩაში, თბილისში გამოჩნდა ცოფის შემთხვევები , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ცოფი 100%-ით სასიკვდილო დაავადებაა, ერთი შემთხვევის დაფიქსირებაც კი საგანგაშო ხდება.

"მოგეხსენებათ ცოფი არის 100%-ით სასიკვდილო დაავადება და მისი ერთი შემთხვევაც ჩვენთვის განგაშია ხოლმე. სამწუხაროდ, შარშან გვქონდა ერთი შემთხვევა ცოფის, რომელიც იყო ადამიანში, რომელიც იყო ჩვენ მიერ, სამწუხაროდ, არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან შემოტანილი შემთხვევა. შარშანწინ გვქონდა-2 შემთხვევა, იმის წინ - 2015, 2016, 2017 წლებში არცერთი შემთხვევა არ გვქონია და ძალიან დიდი მიღწევა იყო და მადლობას ვუხდიდი ჩვენს კოლექტივს, NCDC-მ სერიოზული როლი ითამაშა მაშინ ამ საკითხში, ისევე როგორც რადიოლოგებმა და, რა თქმა უნდა, მთელმა სისტემამ.

წელს ჯერჯერობით არცერთი შემთხვევა ადამიანში ჰიდროფობიის არ გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ ცოტა განგაშის ზარი შემოსაკრავია იმიტომ, რომ ძაღლებში, ქუჩაში, თბილისში გამოჩნდა ცოფის შემთხვევები. ახალი განკარგულება მოვამზადეთ ამისთვის ჩვენ, მთავრობის დადგენილება და იმედია, რომ მას მალე მიეცემა მსვლელობა, რათა სამმა მთავარმა უწყებამ - ჯანდაცვამ, ვეტერინარიის უწყებამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ვაკონტროლოთ ეს საკითხი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო