სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ნინოს ხატი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ნინოს ხატი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხატი, თავად უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა - კურთხევით საქართველოში 1994 წელს დაიწერა და ამავე წელს იერუსალიმში, წმინდა მიწაზე გაიგზავნა, სადაც ქართველ მონაზვნებთან ინახებოდა.

"26 წლის შემდეგ კი, წმინდა ნინოს ხატი წმინდა ნინოს მსგავსად, სიმბოლურად, იერუსალიმიდან საქართველოში გამოემგზავრა, სადაც წმინდა ნინოს გზას გაივლის და ამ გზას 11 ივლისს მცხეთაში დაასრულებს. 12 ივლისს კი, პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვაზე სვეტიცხოვლის ტაძარში დაასვენებენ.

აღსანიშნავია, რომ წმინდა ნინოს ხატის იერუსალიმიდან საქართველოში, კაბადოკიელი წმინდანის მიერ განვლილი გზით, სიმბოლურ მოგზაურობაზე საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელში ვიზიტისას იერუსალიმის პატრიაქთან შეხვედრისას ისაუბრა," - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს