პირი, რომელიც გური ამირხანაშვილთან შესახვედრად თეთრი მიკროავტობუსით მივიდა, ხაშურის მკვიდრი ლაშა ლურსმანაშვილია

პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს, მის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში ხვდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება, ლაშა ლურსმანაშვილია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლურსმანაშვილი ხაშურის მკვიდრია.

აღსანიშნავია, რომ ლურსმანაშვილი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოკითხვაზე იმყოფება.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა