ლაშა ლურსმანაშვილი - ჩამოვედი ღამე პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს, ამირხანაშვილს არავის ვიცნობ, დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ლაშა ლურსმანაშვილის გამოკითხვა დასრულდა.

პირი, რომელიც შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს, შაქარაშვილის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა, აცხადებს, რომ ამირხანაშვილს არ იცნობს.

მოწმის თქმითვე, ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა.

"ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ერთადერთს გეტყვით: ჩამოვედი ღამე ჩემ პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს არავის ვიცნობ. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა", - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ის საგამოძიებო უწყების კითხვებს თითქმის, 4 საათის განმავლობაში პასუხობდა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი "თეთრპერანგიან" პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა