გიორგი გახარია - 13 ივლისიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება

13 ივლისიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა მოიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთვრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ ღია ცის ქვეშ ტარდება, ნებადართული იქნება.

„13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა მოიხსნება და მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, იქნება ნებადართული. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად და რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: 13 ივლისიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება - პრემიერი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა