დავით ზალკალიანის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველომ გააფართოოს იმ ქვეყნების სია, რომელთანაც ფრენებს გახსნის

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველომ გააფართოოს იმ ქვეყნების სია, რომელთანაც ფრენებს გახსნის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„5 ქვეყანასთან ფრენების აღდგების გადაწყვეტილება გამომდინარეობს იმ გადაწყვეტილებიდან, რომელიც ევროკავშირმა 30 ივნისს მიიღო. ბუნებრივია, ეს ეფუძნება იმ კრიტერუმებს და ფაქტორებს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განვაახლებთ და უკვე ვარწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან, ზოგმა გარკვეული პირობით, ზოგმა უპირობოთ მიიღო გახსნის გადაწყვეტილება. ეს სია არ არის საბოლოო. ევროკავშირის გადაწყვეტილება აძლევს მოქნილობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ორ კვირაში ერთხელ გადასინჯონ არსებული სია და ეპიდემიოლოგიური სიტაციიდან გამომდინარე მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენი ქმედებაც იქნება თანმიმდევრული, ჩვენც ჩვენს სპეციალისტებთან მჭიდრო კოორდინაციისა და კონსულტაციების შედეგად, ასევე ფაქტებზე დაყრნობით რა მდგომარეობაც იქნება ევროკავშირის ქვეყნებში მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. არის გამორიცხული, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს სია გაფართოვდეს,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა