თამარ ჩუგოშვილი შაქარაშვილის საქმეზე - უჩვეულო მდგომარეობა გვაქვს, როცა ჟურნალისტები უფრო აქტიურად იძიებენ სისხლის სამართლის დანაშაულს, ვიდრე საგამოძიებო ორგანოები

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში დაფარული ვერაფერი დარჩება და იმედოვნებს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, არის თუ არა საქმეში პოლიტიკური გავლენები.

“უჩვეულო მდგომარეობა გვაქვს, როდესაც ჟურნალისტები იძიებენ სისხლის სამართლის დანაშაულს უფრო აქტიურად, ვიდრე საგამოძიებო ორგანოები. ეს შედეგი დავინახეთ ყველამ. როგორც წესი, გამოძიების პროცესი არის კონფიდენციალური და დახურულად მიმდინარეობს, ვიდრე სასამართლოში არ წავა, მაგრამ ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ცუდი გამოცდილებები გვაქვს და გვქონია საქმეები, როცა მხოლოდ გამოძიებას ენდო საზოგადოება, მაშინ ძალიან ბევრი პრობლემა აღმოჩნდა საქმეში. ახლა უკვე ლეგიტიმურია მედიის ის აქტიურობა, რასაც ვხედავთ. გამოძიებაში ამ ეტაპზე ჩანს რამდენიმე პრობლემა. ერთი ის, რომ უფრო ეფექტურად და დროულად მოელის ყველა ინფორმაციის მიღებას გამოძიებისგან და საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებას, იმიტომ რომ თუ ამას ახერხებს მედია, ეს ნიშნავს, რომ არის მოხერხებადი. მეორე არის ის, რომ ჯერჯერობით რთულია საუბარი, პოლიტიკური ელემენტი არის თუ არა საქმეში. მაგრამ ხელისუფლებას, იმედია, ესმის, რომ ამ საქმეში დაფარული ვერაფერი დარჩება. ეს საქმე იქნება საჯაროდ გამოტანილი ბოლომდე, რადგან ბევრი თვალი და ყურია მიდევნებული. შესაბამისად, იმედია, ყველას ეყოფა გონიერება, რომ ბოლომდე გახსნას ეს საქმე და ეს გააკეთოს მაღალი პროფესიონალიზმით. ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავთ”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს