დიმიტრი ცქიტიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე - ძალიან ცუდი სიგნალებია და ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა

დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.

მისი თქმით, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები, რაც გაანეიტრალებს მზარდ კრიტიკას, სხვა შემთხვევაში “ეს კრიტიკა არათუ გაჩერდება, ძალიან სწრაფად განვითარდება და კიდევ უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს”.

“მნიშვნელოვანი ჩანაწერია და ძალიან საყურადღებო. ვფიქრობ, რომ ამას არა კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება სჭირდება, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე დამტკიცდეს, ანტიკორუფციული ზომები იქნეს გატარებული და ახალი ტალღა წამოვიწყოთ. არის არა მხოლოდ ჭორები, არამედ კვლევები, რომ კორუფციის ნიშნებია და არათუ ნიშნები, არამედ უფრო კონკრეტულ ფაქტებში გამოისახება, ამიტომაც ამას სჭირდება ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ინტენსიური რეფორმების დაწყება, თუნდაც ახლა და რაც მთავარია, არჩევნების ისე ჩატარება, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ ჩნდებოდეს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ძალიან საყურადღებო პროცესია და თუ ეს პროცესი ამ ეტაპზე არ შეჩერდა, ქვეყნისთვის მწვავე შედეგები შეიძლება დადგეს. ძალიან ცუდი სიგნალებია და ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ ყველა გამოწვევაზე, კონკრეტული პასუხის გაცემა ქმედებებით, რომელიც გაანეიტრალებს ამ მზარდ კრიტიკას. სხვა შემთხვევაში ეს კრიტიკა არათუ არ გაჩერდება, ძალიან სწრაფად განვითარდება და კიდევ უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი, საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება დაემატა. დოკუმენტში აღნიშნულია, საქართველომ დახმარების სახით მისაღები 132 025 000 აშშ დოლარის 15 პრეცენტი შესაძლოა, ვერ მიიღოს მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და კომიტეტს არ წარუდგენს მოხსენებას იმის შესახებ, რომ რომ საქართველოს ხელისუფლება: ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც; ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალეობა, საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით; იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას; ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა