სალომე სამადაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის  კანონპროექტზე - ეს არის ის გზავნილი, რაც დამარცვლით დაიწერა ვაშინგტონში “ოცნების” და  ივანიშვილის გასაგონად

გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში. უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი, წინააღმდეგ შემთხევევაში, შედეგი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვისაც იქნება ძალიან მძიმე,- ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი. როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნიშანდობლივია, რომ კონგრესმა აუცილებლად ჩათვალა, დეტალურად განემარტა, რას გულისხმობს ქვეყანაში დემოკრატიული და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული საკითხები.

“პირდაპირ არის საუბარი, რომ დღეს შეშფოთებას იწვევს ოლიგარქიული არაფორმალური გავლენა ქვეყნის მართვაზე, ზეწოლა ოპოზიციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მედიაზე. გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში: ჩატარდეს თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, უნდა მოიხსნას ზეწოლა მედიაზე და ოპოზიციაზე. შესაბამისად, უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი. წინააღმდეგ შემთხევვაში, შედეგი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვისაც იქნება ძალიან მძიმე. ეს არის ის გზავნილი, რაც დამარცვლით დაიწერა ვაშინგტონში “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის გასაგონად”,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი, საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება დაემატა. დოკუმენტში აღნიშნულია, საქართველომ დახმარების სახით მისაღები 132 025 000 აშშ დოლარის 15 პრეცენტი შესაძლოა, ვერ მიიღოს მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და კომიტეტს არ წარუდგენს მოხსენებას იმის შესახებ, რომ რომ საქართველოს ხელისუფლება: ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც; ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალეობა, საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით; იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას; ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო