მამუკა ხაზარაძე - სისტემა პრაქტიკულად დალპა, არანაირი ნდობა ჩვენს საგამოძიებო ორგანოს არ გააჩნია

სისტემა პრაქტიკულად დალპა, არანაირი ნდობა ჩვენს საგამოძიებო ორგანოს არ გააჩნია,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა და 19 წლის ფეხბურთელის ოჯახს მიუსამძიმრა.

„მე ძალიან დიდი გულისტკივილით მივუსამძიმრებ ოჯახს. აქვე მინდა ვთქვა, რომ სისტემა პრაქტიკულად დალპა, არანაირი ნდობა ჩვენს საგამოძიებო ორგანოებს არ გააჩნია, ეს არის იმის შედეგი, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანობისა და სამართლის აღქმა, არ არსებობს ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ. ჟურნალისტებს მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან მათ პრაქტიკულად თავისი ინიციატივით ისეთი საკითხების გამოძიება შეძლეს, რომელიც გამოძიებას არა აქვს.

„ლელო" გამოდის ინიციატივით, რომ ამ რეფორმას გავატარებთ, ჩვენ დავშლით ამ მანკიერ საბჭოთა საგამოძიებო სისტემას პროკურატურაში, სუს-ში და ასევე ბიზნესმენებს მოვაშორებთ წნეხს, რომელიც საგადასახადო პოლიციის სახით არის. ჩვენ შევქმნით ცალკე მდგომ ეროვნულ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც მაღალი დონის სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული. ამ სერიოზული რეფორმების შედეგად, ჩვენ ყველას, საზოგადოებას გაგვიჩნდება იმის რწმენა, რომ არსებობს ერთი ცალკე მდგომი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ჩაატარებს მსგავსი ტიპის გამოძიებას", განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს