შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი მედიით გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე ლაშა ლურსმანაშვილია და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ავთო ბილანიშვილია, სიმართლეს არ შეესაბამება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელიც დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, განცხადებას ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე, დადგენილია, რომ არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი თბილისის მიმართულებით", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს