სერგო რატიანი - “ქართულმა ოცნებამ“ საქართველო, რომელიც რეგიონში აშშ-ის ნომერ პირველი პარტნიორი იყო, გადააქცია ქვეყნად, რომელსაც აშშ სანქციებს ადებს

სანქციებს რომ დაადებენ პირადად ბიძინა ივანიშვილს, უკვე ჩანს ამ განცხადებებიდან, იმიტომ რომ მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის ოლიგარქი ივანიშვილია , - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს.

რატიანის თქმით, ხელისუფლების ჩამოშორება ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. რატიანის აზრით,ხელისუფლება ან შეასრულებს პირობებს, ან დაადებენ სანქციებს.

„ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველო, რომელიც რეგიონში აშშ-ს ნომერ პირველი პარტნიორი იყო, გადააქცია ქვეყნად, რომელსაც ამერიკა სანქციებს ადებს იმისთვის, რომ მას არაფორმალურად მართავს ოლიგარქი, არის უსამართლო მართლმსაჯულება, ასევე გვყავს პოლიტპატიმრები, ირღვევა ადამიანის უფლებები, არის კორუფცია. ეს სამარცხვინოა არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ეს სამარცხვინოა თითოეული ჩვენთაგანისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვმართავს ოლიგარქი და ამას არ ვიმსახურებთ. შესაბამისად, ძალიან სწრაფად უნდა ჩამოვიშოროთ ეს ხელისუფლება. ეს ხელისუფლება ან შეასრულებს პირობებს და შედარებით ნორმალური სახით მივალთ არჩევნებამდე, ან მას ჩამოვიშორებთ და დაადებენ სანქციებს. ის, რომ სანქციებს დაადებენ პირადად ბიძინა ივანიშვილს, უკვე ჩანს ამ განცხადებებიდან, იმიტომ რომ მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის ოლიგარქი ივანიშვილია“, - აღნიშნა რატიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი, საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება დაემატა.

დოკუმენტში აღნიშნულია, საქართველომ დახმარების სახით მისაღები 132 025 000 აშშ დოლარის 15 პროცენტი შესაძლოა, ვერ მიიღოს მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და კომიტეტს არ წარუდგენს მოხსენებას იმის შესახებ, რომ რომ საქართველოს ხელისუფლება: ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც; ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალეობა, საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით; იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას; ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომიტეტი მიესალმება 29 ივნისს საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, რომლის მიზანი პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის შექმნაა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს