ჯანმო დამოუკიდებელ კომისიას შექმნის, რომელიც შეაფასებს, თუ როგორ გაუმკლავდა ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) დამოუკიდებელ კომისიას შექმნის, რომელიც შეაფასებს, თუ როგორ გაუმკლავდა ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიას და რა რეაგირება მოახდინეს მთავრობებმა. გადაწყვეტილების შესახებ ჯანმო-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ონლაინ შეხვედრისას განაცხადა, რომელშიც ორგანიზაციის წევრი 194 ქვეყნის წარმომადგენლობებიც იღებდნენ მონაწილეობას.

მისივე ინფორმაციით, დამოუკიდებელ კომისიას ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰელენ კლარკი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სირლიფი უხელმძღვანელებენ და მის წევრებსაც შეარჩევენ.

შეგახსენებთ, მაისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გლობალური რეაგირების შესახებ დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება. გამოძიების ფარგლებში ნებადართული იქნება, თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლიც შეფასდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ გლობალური ჯანდაცვითი საფრთხის შესახებ დაგვიანებით განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა