შსს-ში გურამ ამირხანაშვილი გამოიკითხა

შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი გამოკითხეს. ის უწყებაში მამასთან ერთად იმყოფებოდა.

სავარაუდოდ, ამირხანაშვილთან კითხვები საგამოძიებო უწყებას ე.წ. დიდუბის ეპიზოდთან დაკავშირებით ჰქონდა.

გურამ ამირხანაშვილმა უწყება ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, 8 ივლისს ე.წ დიდუბის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ავთანდილ ბილანიშვილი და ლაშა ლურსმანაშვილი.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი "თეთრპერანგიან" პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელიც დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, დღეს განცხადება გაავრცელა.

შსს-ს ინფორმაციით, მედიით გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე ლაშა ლურსმანაშვილია და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ავთო ბილანიშვილია, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე, დადგენილია, რომ არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი თბილისის მიმართულებით", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო