ალექსანდრე კობაიძე პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებზე - შესაძლებელია შსს-ს თანამშრომლის ან სხვა პირების მხრიდან გულგრილობა იყო, მაგრამ შესაძლებელია, რომ არავის პასუხისმგებლობა არ დადგეს

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ კომპიუტერი, სადაც შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურ ტელეფონში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები იყო ჩატვირთული, დალუქულია და მასალები განადგურდება. ამის შესახებ ადვოკატმა საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ მოხვდა სხვა მასალებთან ერთად არაავთენტური მასალები, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს შესაძლოა, შსს-ს თანამშრომლის დაუდევრობის ბრალია და ასევე არც იმას გამორიცხავს, რომ საქმესთან დაკავშირებით არავის ბრალეულობა არ დადგეს.

„ინფორმაციის მოთხოვნის შედეგად საგამოძიებო უწყებისგან მივიღეთ ტერაბაიტის ინფორმაცია, რომელშიც პირადი ცხოვრების ამსახველი არაავთენტური მასალა აღმოვაჩინეთ. მივმართეთ საგამოძიებო უწყებას. დღეს ჩემი ხელით მოვუტანე ჩვენი ოფისის კომპიუტერი, სადაც ეს ინფორმაცია იქნა ჩაწერილი გამომძიებლის მიერ. ეს კომპიუტერი დაილუქა და მასალა გადავეცით საგამოძიებო უწყებებს. შეგვპირდნენ, რომ განადგურდება.

შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ გულგრილობა იყო, შესაძლებელია იყო სხვა პირების მხრიდან, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ არავისი პასუხისმგებლობა არ დადგეს. ეს საკითხი ჩემი პრეროგატივა არაა. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, სხვა ადვოკატებსაც ჰქონდათ გადაცემული ეს მასალა და ისინიც იკითხებიან ამ საგამოძიებო მოქმედებების პროცესში“, -აღნიშნა კობაიძემ.

ცნობისთვის, ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ მასალებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების შესახებ ინფორმაცია სწორედ ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა გაასაჯაროა. მისი თქმით, პროკურატურამ აღნიშნული ფაილები სხვა მასალებთან ერთად შეცდომით გადაუგზავნა. თავის მხრივ, პროკურატურაც ადასტურებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც, უწყების ცნობით, ცალკე წარმოებად გამოიყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო