გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი პრევენციის მიზნით მივიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს IV სახაზო-საპატრულო სამმართველოს (გლდანი-ნაძალადევი) უფროსის დავით მჟავიას ინფორმაციით, გლდანში ვასაძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც ადგილობრივების ინფორმაციით, მოქალაქე უმისამართოდ ისროდა, სასწრაფო დახმარების ჯგუფი პრევენციის მიზნით მივიდა.

„სასწრაფო პრევენციის მიზნითაა მოყვანილი. ამ ეტაპზე ყველა ნიუანსი ამოწურულია“, - განაცხადა დავით მჟავიამ.

მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

ამასთან, დაკავებულია თუ არა მომხდარზე ვინმე, ამ დროისთვის უცნობია. მჟავიას თქმით, შსს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

ტერიტორია უკვე დატოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა და სამართალდამცველების ნაწილმა.

ცნობისთვის, გლდანში ვასაძის ქუჩაზე ადგილობრივების ინფორმაციით, მოქალაქემ კორპუსიდან რამდენჯერმე გაისროლა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო