პირი, რომელიც გლდანში, უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დააკავა

პირი, რომელიც გლდანში, უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დააკავა. ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან, სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. მათივე ცნობით, ის არ დაემორჩილა ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიციელებს საცხოვრებელი ბინის კარს არ უღებდა.

„2020 წლის 9 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები, ადგილზე ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. ჩატარებულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაირკვა, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან, სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ - 1997 წელს დაბადებულმა ბ.შ.-მ რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთანავე, ბ.შ. არ დაემორჩილა ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის პოლიციელებს საცხოვრებელი ბინის კარს არ უღებდა. ბ.შ. დაკავებული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:პირი, რომელიც გლდანში, უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დააკავა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა