მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.

რაც შეეხება 4 შემთხვევას, როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 კი საკარანტინო სივრციდანაა.

„დაგვემატა კვლავ 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 2-ია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებშია 112 პაციენტი. 5 ახალი შემთხვევიდან 3 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 არის საკარანტინო სივრციდან, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 1 შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა კი გრძელდება ინფექციის წყაროს დადგენის მიზნით”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს, მათგან 2 ახალია. ეზუგბაიას განმარტებით, მათი მდგომარება საშუალო და საშუალოზე მსუბუქია და არც ერთთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

იხილეთ ვიდეო:მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს