სოფო კილაძე - მოლოდინი არ მაქვს, რომ აშშ რაიმე კუთხით ოფიციალურ დონეზე იტყვის, რომ საქართველოში დემოკრატია გაუარესდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებს კითხვის ნიშნები არ ჰქონდეს.

როგორც კილაძემ განაცხადა, არ აქვს მოლოდინი, რომ აშშ ოფიციალურ დონეზე იტყვის, რომ საქართველოში დემოკრატია გაუარესდა.

“საქართველოს სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა არის მართლაც უმაღლეს ნიშნულზე, რაც ამ პერიოდის განმავლობაში გვქონია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მათ შორის, რა თქმა უნდა, აშშ-ს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს კითხვის ნიშანი არ დარჩეს. თავად აშშ-ის უმაღლესი პოლიტიკური პირები აღიარებენ და არაერთხელ გაუსვამთ ხაზი მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში, ქალბატონ ელჩსაც, რომ საქართველოში დემოკრატიული მიმართულებით ნამდვილად ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს და ეს არის ის ოფიციალური შეფასებები, რაც ჩვენი ქვეყნის მისამართით კეთდება. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ აშშ რაიმე კუთხით ოფიციალურ დონეზე იტყვის იმას, რომ საქართველოში დემოკრატია გაუარესდა, იმიტომ რომ საქართველოში დემოკრატია რეალურად წინ მიდის და არა უარესდება”,- განაცხადა კილაძემ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა