გიორგი ვაშაძე - აშშ-ის კონგრესის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სანქციები დაამტკიცა - საქართველოს ძვირი უჯდება ოლიგარქულ-კლანური მმართველობა

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება.

„სამწუხაროდ გუშინ, ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა სანქციები საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს უზომოდ ძვირი უჯდება ოლიგარქულ-კლანური მმართველობა „ქართული ოცნების“ სახით. ეს სანქციები პრობლემას უქმნის არა პირადად ივანიშვილს, არამედ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. დიახ, ეს სანქციებია და ივანიშვილის მავნებლური რეჟიმიდან გამომდინარე, ჩვენ მივედით იმ ზღვარამდე, რომ რუსეთთან ერთად ჩვენს რეგიონში ერთადერთი გამონაკლისია საქართველო, რომლის მიმართაც სანციების გამოყენება უწევს აშშ-ს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი. კერძოდ, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო