რომან გოცირიძე - თუ პერსონალური სანქციები დაწესდა, დეპუტატები ივლიან თბილისი-ჭორვილას მარშრუტზე და თუ ფრენები აღდგა, თბილისი-მოსკოვის რეისზე

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ იმ კანონპროექტის დამტკიცებას ეხმაურება, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი. გოცირიძის თქმით, საქართველოს 20 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გაუყინეს და ქვეყანას "ყვითელი ბარათი უჩვენეს".

"ხელისუფლებას ჰქონდა უსუსური მცდელობა, რომ თითქოს ეს რომელიღაც ცალკეული დეპუტატის ინიციატივა იყო. ორპარტიულმა საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კონგრესის საბოლოო დოკუმენტში უკვე აღარ შეიცვლება. ეს არის ძირითადი საბაზო დოკუმენტი, რომელიც როგორც წესი, შემდეგ უცვლელად გადადის ბიუჯეტის შესახებ კანონში. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული დღემდე, პირველად გაჩნდა სანქციების საკითხი. საქართველოს დაუწესეს დროებითი ზომა, 20 მლნ დოლარი გაუყინეს, მაგრამ ფულში არ არის აქ საქმე. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანას ფაქტობრივად „ყვითელი ბარათი“ უჩვენეს. ეუბნებიან, რომ თუ არ იქნება სამართლიანი არჩევნები, თუ არ შეწყდება პოლიტიკური დევნა, თუ ქვეყანაში ბიზნესი არ იქნება თავისუფალი, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ქვეყანას, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი სანქციები დაემუქროს", - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნების მანიპულირების ან ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნების შემთხვევაში, ივანიშვილს პერსონალური სანქციები დაეკისრება.

"უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებიც ამართლებენ, ნუ ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ ივანიშვილით შემოიფარგლება. როდესაც არაფორმალური მმართველობის ნაწილი ხარ, ეს შენც გეხება. ეს დეპუტატები ივლიან თბილისი - ჭორვილას მარშრუტზე და თუ ფრენები აღდგა, თბილისი-მოსკოვის რეისზე. ვერ ეღირსებიან ვერც ვაშინგტონში და ვერც ევროპაში ჩასვლას," - განაცხადა გოცირიძემ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეცაა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო