გიორგი ვაშაძე - რაღა უჭირთ ივანიშვილი თუ იქნება სიაში - ივანიშვილი სიაშიც ყოველთვის იყო, პრემიერიც არის, მინისტრიც, მოსამართლეც, პარლამენტიც და ყველაფერი

„ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, არ არსებობს, არსებობს ერთადერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი პატარა, კორუმპირებული, უუფლებო ხელის ბიჭებით, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ამერიკის მხრიდან საქართველოზე სანქციების დაწესება სწორედ ბიძინა ივანიშვილის გამო მოხდა“.

„რაღა უჭირთ ბიძინა ივანიშვილი თუ იქნება სიაში. ივანიშვილი სიაშიც ყოველთვის იყო, პრემიერიც ის არის, მინისტრიც, მოსამართლეც, პარლამენტიც და საერთოდ ყველაფერი. „ქართულ ოცნებაში“ ვინმე სხვა რამეს წარმოადგენს?! დღეს რომ გახარია დაიბაროს ივანიშვილმა და უთხრას: სასწრაფოდ გაფრინდი მოსკოვში და არ დაგინახო საქართველოში, გახარია უპრობლემოდ გაფრინდება.

საერთოდ არ მაინტერესებს, რას აპირებენ, ბიძინა ივანიშვილის გამო სანქციები დაგვიწესეს. არ არსებობს არანაირი „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, არ არსებობს არანაირი პრემიერებები და მინისტრები, არსებობს ერთადერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი და პატარა კორუმპირებული, უუფლებო ხელის ბიჭები, რომლებიც ოლიგარქს გარშემო ჰყავს შემოკრებილი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ჟურნალისტებთან საუბარში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყოს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს