რომან კაკულია ლევან კობერიძეს - ნუ მიყვირი! მორჩი აქ „ბლატაობას“

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარესა და ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრ ლევან კობერიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ლევან კობერიძის მხრიდან კითხვებისთვის განკუთვნილი დროის ხანგრძლივობის გაპროტესტებას მოჰყვა.

„ ბატონო რომან, თქვენ არ გინდათ, რომ საკითხი ნორმალურად იყოს განხილული? რისთვისაა კომიტეტებში ეს განხილვა. ნუ მიქნევ ხელებს,“ - აღნიშნა კობერიძემ. რომან კაკულიამ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ დეპუტატები მსგავს დღის წესრიგზე შეთანხმდნენ.

„არ მინდა დაძაბული ტონი. ნუ მიყვირი, უყვირე ვისთანაც გაგსვლია. მორჩი აქ „ბლატაობას“. შევთანხმდით და გააკეთე ის, რაც შევთანხმდით,“-განაცხადა კაკულიამ, რის შემდეგაც შესვენება გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო:რომან კაკულია ლევან კობერიძეს - ნუ მიყვირი! მორჩი აქ „ბლატაობას“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა