ტატიაშვილის ადვოკატი - ექსპერტიზის დასკვნა ნაცემ მდგომარეობაში შაქარაშვილის წყალში გადაგდებას არ გამორიცხავს - სცემეს და გადააგდეს წყალში, დამთავრდა!

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის, გიორგი ყიფშიძის განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნა ნაცემ მდგომარეობაში შაქარაშვილის წყალში გადაგდებას არ გამორიცხავს.

როგორც ყიფშიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, წინ ექსპერტიზის მნიშვნელოვანი დასკვნებია, რომელმაც არაერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

„ფაქტია, რომ სიკვდილი ასფიქსიამ გამოიწვია, მაგრამ კითხვა ისმის, რატომ არის ამდენი დაზიანება? როგორ აღმოჩნდა ბავშვი წყალში? ალბათ, თადარიგი დაიჭირა პროკურატურამ და მოვლენებს დაასწრო და დააყენა ეს ბრალი. შუაში იმხელა წყვეტაა კონტაქტის პირველივე წუთიდან დაღუპვამდე, ამაზე მსჯელობა ცოტა რთულია. ამ დასკვნით ასეთი სურათი გვიჩნდება, ადამიანი ერთ-ერთი ვერსიით ნაცემი იყო, არ გამოვრიცხავ, რომ გონებადაკარგული იყო და შესაძლოა, ის წყალში უძლურ მდგომარეობაში გადააგდეს. აქედან გამომდინარე შესაძლებელია, სრული სიკვდილი ასფიქსიით დადგა. ეს დასკვნა წყალში გადაგდებას არ გამორიცხავს კი არა, ამ დასკვნას ზოგადად აქით მივყავართ, თუკი, მტკიცებულებები არ დაემატა და მიმართულება არ შეიცვალა. ეს დასკვნა მთლიან სურათს არ გვაძლევს. უამრავი ბიოლგიური მასალაა გაგზავნილი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას გენეტიკურ ექსპერტიზას ვანიჭებ. მიმაჩნია, რომ ჩანთა ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. 109-ე მუხლი გენეტიკური დასკვნის მოლოდინისთვის მზადებაა. თუკი, ამ საქმეში რომელიმე მონაწილის ნაწილაკები ამ ჩანთაზე აღმოჩნდა, 109-ე მუხლს გზა გახსნილი აქვს გამამატყუნებელი განაჩენისთვის. ამ მუხლით ჩვენ პროკურატურა ცალსახად გვეუბნება, რომ ეს ადამიანი ცემეს და მკვლელობის მიზნით წყალში გადააგდეს, დასრულდა, სხვანაირად 109-ე მუხლი სხვანაირად ვერ აიხსნება. სცემეს და გადააგდეს წყალში, დამთავრდა!“, - აცხადებს ყიფშიძე.

კითხვაზე, ბრალდებულებიდან, ვის შეიძლება ბრალი დაუმძიმდეს, ადვოკატი პასუხობს, აღნიშნულზე საუბარი ამ ეტაპისთვის რთულია.

„იცით რა რთული კითხვაა? საქმეში რამდენიმე მანქანა ფიგურირებს, ჩვენ ხომ არ ვიცით, ამ ბავშვს ვინ ეჩხუბა, ვინ მიიყვანა სიკვდილამდე ან მოკლა? ჩვენ ხომ ზუსტი სურათი არ გვაქვს? ძალიან საეჭვოა, ამ საქმეში იდუმალი მანქანების არსებობა, ამას ძალიან სერიოზული კვლევა სჭირდება. იმ კუთხით საქმის წაყვანა, რომ საჩხერის თუ ჭიათურის „მარშრუტკა“ იყო და ფერად შენობასთან გააჩერა, რომ ვიღაცას შესაძლებელია, ფეხსაცმელზე თასმები ჰქონდა გასასწორებელი, მე ასეთი ვერსიების არ მჯერა. ჩვენ არ ვიცით, ვინ საიდან მოდიოდა და ამ ახალგაზრდის მიმართ რა განზრახვა ჰქონდა. ერთი შემიძლია გითხრათ ცალსახად, გული მიგრძნობს, რომ ამ ბავშვის გარდაცვალებას აქვს მოტივი!“, - აცხადებს ყიფშიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა