გიორგი შაქარაშვილის ბიძა - ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ გიორგი მოკლეს და შემდგომ გადააგდეს არაგვში

ოჯახს დღეიდან ექნება კატეგორიული პოზიცია შსს-სა და პროკურატურის წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებაში, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის გამო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნა არის გარდამტეხი გამოძიებაში.

„ექსპერტიზის დასკვნით ცალსახადაა დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს, მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომ ის გადააგდეს მდინარე არაგვში. ყველა დაზიანება, 12 -მდე სახის დაზიანება, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოყვა გიორგის მდინარეში გადაგდება. გამორიცხულია, ის რომ ის დაზიანებები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ადამიანს მიადგეს იმ ფერდობზე ჩაგორებით, თუნდაც წაქცევის, სირბილის დროს. ეს არის წარმოუდგენელი. დაზიანებები არის დაწყებული სახის არიდან, დამთავრებული ტანზე, ხელების მიდამოებში და ყველგან. ეს კვალიფიციკაცია, რომელიც უკვე შემოგვთავაზა პროკურატურამ, კარგია და არის სისხლის სამართლის საქმის სწორი კვალიფიკაცია. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას,“- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, რომელიც ექსპერტიზის დასკვნას და შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხება, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ ასეთი განმარტება გააკეთა: „მე არ მითქვამს რომ მოკლეს და გადააგდეს, მე ვთქვი, რომ გიორგის მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში, გარდაცვალების მიზეზი არის წყალში დახრჩობა, მაგრამ ვინაიდან დაზიანებები არის სიცოცხლის დროინდელი, ნიშნავს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას. ამის შემდეგ გაადააგდეს და დადგა ლეტალური შედეგი,“ - განაცხადა ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა