სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების საკითხს მხარი დაუჭირა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი უძღვებოდა, პარლამენტის წევრების ინიციატივით წარმოდგენილი „2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დოკუმენტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა თაობა საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სეგმენტია და ამ კონცეფციის შექმნაც თავად ახალგაზრდებისათვის არის მნიშვნელოვანი.

„ახალგაზრდებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ და ამ პოტენციალის სრული რეალიზებისთვის კი აუცილებელია, რომ სახელმწიფომ შექმნას სათანადო პირობები, მყისიერად უპასუხოს მათ გამოწვევებს, გაატაროს თანმიმდევრული საჯარო და ინტეგრირებული ახალგაზრდული პოლიტიკა - ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად. საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციასაც სწორედ მთავარ ხაზად გასდევს - ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად და ახალგაზრდების მიერ”, - განაცხადა ყაველაშვილმა.

საკითხი განსახილველად პარლამენტის წევრმა, ირინე ფრუიძემ, გამოიტანა და მოკლედ ისაუბრა იმ ძირითადი გამოწვევების შესახებ, რაც სამუშაო ჯგუფის მიერ ახალგაზრდობის პრობლემების მოკვლევებისა და შეფასებების შედეგად გამოიკვეთა. ირინე ფრუიძის განცხადებით, ძირითადი ნაკლოვანება იყო კოორდინაციის სისუსტე სახელმწიფო უწყებებს შორის, დაბალი ცნობიერება სახელმწიფო ინსტიტუტებში ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ, ფინანსების ნაკლებობა, ასევე რესურსების და კომპეტენციის ნაკლებობა, თავიდანვე სუსტად განსაზღვრული შეფასების ინდიკატორები და მონიტორინგის სისტემა.

„ჩატარდა ახალგაზრდების გამოკითხვები და კვლევა იმისათვის, რომ გვენახა, თუ რა ძირითადი გამოწვევები აქვთ ახალგაზრდებს, რა საჭიროებები გააჩნიათ და როგორია მათი ხედვა მომავალთან დაკავშირებით. კონცეფცია არის ათწლიანი - ეს არის სამომავლო ხედვა და სწორედ რომ ახალგაზრდებმა უნდა განსაზღვრონ, თუ როგორი უნდა იყოს მათი მომავალი, როგორ ხედავენ ამ გასავლელ პერიოდს, რა ძირითადი საჭიროებებია და როგორ უნდა უპასუხოს სახელმწიფომ ამ საჭიროებებს“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

მისი თქმით, ასევე შეისწავლეს ევროკავშირის გამოცდილებაც ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით და ამის შედეგად, შეიმუშავეს წარმოდგენილი დოკუმენტი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც უზრუნველყოფილია ახალგაზრდების, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრების, მონაწილეობა და ღირსეული დასაქმება, დაცულია მათი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, თანაბრად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რესურსები და განვითარების შესაძლებლობები.

მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტში განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება ევალება საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას.

„დასახული მიზნების წარმატებით მიღწევა მოითხოვს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობას. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი პასუხისმგებელია კონცეფციის შესრულების ყოველწლიურ მონიტორინგზე. ამ მიზნით, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, კომიტეტი მოისმენს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ანგარიშს, კონცეფციით დასახული მიზნების მიღწევის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდგომ, კომიტეტი მოამზადებს და გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას. წინამდებარე კონცეფციით, დასახული მიზნები უნდა შესრულდეს 2030 წლამდე. საბოლოოდ, კომიტეტის წევრებმა პარლამენტის დადგენილების პროექტს „2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ ერთხმად დაუჭირეს მხარი,“ - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება