მოძრაობამ „ხალხისთვის“ აქცია-პერფორმანსი „წყალი ჩვენი უფლებაა“ გამართა

მოძრაობა ,,ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ მოძრაობის წევრებთან ერთად საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან აქცია-პერფორმანსი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „ხალხისთვის“ ავრცელებს.

ანა დოლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირებიდან - „წყალი ყველა ოჯახს“ 8 წელი გავიდა და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა დღესაც მოუგვარებელია.

„დღეს ჩვენ მოვედით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან, რომ გამოვაფხიზლოთ კომპანიის ხელმძღვანელობა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც ამ კომპანიის ზედამხედველი სტრუქტურაა. 21-ე საუკუნეში ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას სახლში არ აქვს წყალი. საქართველოს 54 ქალაქიდან 37 -ს სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. ხოლო სოფლების დიდ ნაწილს წყალი ან საერთოდ არ აქვს ან დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე საათით აწვდიან. ეს მაშინ, როცა ჩვენს სახელმწიფოს წყლის ძალიან დიდი რესურსი აქვს. წყალმომარაგების კომპანიას კი აქვს ფული, პარტნიორების დახმარება და სხვა შესაძლებლობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ და ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს. არადა „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება 2012 წელს იყო - „წყალი ყველა ოჯახს“. გავიდა 8 წელი და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა დღესაც მოუგვარებელია. დროა გამოფხიზლდეს ყველა, ვისაც ხალხის პრობლემების მოგვარება ევალება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მოძრაობის ინფორმაცით, დღევანდელი აქციის დევიზიც იყო - „წყალი ჩვენი უფლებაა“.

„დღეს საქართველოს უმეტეს ქალაქს და სოფელს წყალი ან საერთოდ არ მიეწოდება, ან ძირითადად გრაფიკით, რამდენიმე საათით აწვდიან. მოსახლეობაში არსებული გაუსაძლისი პირობების გაპროტესტების მიზნით, აქციის წევრებმა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს გრიგოლ მანდარიას სიმბოლურად ხონის მოსახლეობისგან წყლის ტოლჩა გადასცეს. შენობის წინ კი ცარიელი წყლის ჭურჭელი დაალაგეს“, - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო