ევროკომისია - საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ერთად ცდილობს აღკვეთოს შენგენის ზონის ქვეყნებში საკუთარი მოქალაქეების უკანონო გადაადგილება და დარჩენა

საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ერთად ცდილობს აღკვეთოს შენგენის ზონის ქვეყნებში საკუთარი მოქალაქეების უკანონო გადაადგილება და დარჩენა. ქვეყანა ცდილობს თავი გაართვას ამ გამოწვევას , - ამის შესახებ მიგრაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოსთვის მომზადებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მოხსენების მიხედვით, 2019 წელს ევროკავშირში უკანონოდ შესვლა საქართველოს 328 მოქალაქემ სცადა, მაშინ როდესაც 2018 წელს მსგავსი 189 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, 2019 წელს ევროკავშირში კანონის დარღვევით საქართველოს 11 845 მოქალაქე დარჩა, რაც 26%-ით მეტია გასული წლის მონაცემებზე.

რაც შეეხება თავშესაფრის მოთხოვნას, 2019 წელს განცხადება საქართველოს 21 570-მა მოქალაქემ შეავსო, მაშინ როდესაც 2018 წელს აპლიკანტების რიცხვი 19 730-ს შეადგენდა.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში